Sunday, May 3, 2015


ხვვამლის (ხომლი) საუდუმლოებები 
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოსმუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.
ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:
რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა,იგივე ხვამლი.მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები.ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა:
“რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით”
რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის განმარტება რომ ხომლი ვარსვლავთკრებულია. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება,ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს.
XIII საუკუნეში ჯალალედინის მიერ მოოხრებული საქართველო მონღოლთა კოალიციის წინააღმდეგ სრულიად უმწეო აღმოჩნდა,სწორედ ამ პერიოდის ჟამთააღმწერელი “ქართლის ცხოვრებაში” წერს რომ აქ ხვამლის მთის ქვაბულებში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა “მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო საჭურჭლე ორად…თბილისი ორად,ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლსა ქვაბსა რომელ იდვა,მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროისი ქვაბსა დაუტევეს.ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივისცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი,რომლისა სწორი არავის სადა უხილავს,ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა…”;“ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს,ხვამლის მთამ გადაარჩინოს”-სწორედ ამ და სხვა წერილობითმა ცნობებმა დააინტერესა მეცნიერები.
არაოფიციალური ცნობით 1939 წელს სტალინის პირადი დავალებით ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ხვამლის ქვაბულების დასათვალიერებლად 2 მუშასთან ერთად გაემგზავრა,თუმცა არავინ იცის რა ნახა იქ,სავარაუდოდ ვერაფერი რადგან უკვე ოფიციალურად პირველი ექსპედიცია იმავე მთამსვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 11კაციან ჯგუფთან ერთად განახორციელა,ჯგუფში იყვნენ მწერალი ლევან გოთუა რომელსაც აღწერილი აქვს ლაშქრობის დეტალები და ცნობილი არქეოლოგი გოგი ლომთათიძე.ექსპედიციამ ქვაბულში რამოდენიმე დღე დაჰყო და დაასკვნა რომ განძი გატანილია, წამოსვლისას კი დატოვეს წერილი რომელიც 1984 წელს მეორე ექსპედიციის ჯგუფმა აღმოაჩინა რევაზ შალიბაშვილის მეთაურობით.მათ ფირზე აღბეჭდეს ქვაბულები და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დატოვებული წერილი.

მესამედ უკვე 2007 წელს გურამ გაბიძაშვილმა განიზრახა ხვამლის მთის მღვიმეების ვიზუალური შესწავლა და მათი მეცნიერული გამოკვლევა.ბატონმა გურამმა სამწლიანი პროგრამის თანხა მოიძია,შემოიკრიბა გამოცდილი არქეოლოგები, გეოლოგები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და გამოცდილ მთამსვლელებთან ერთად ზუსტად იმ მარშრუტით დალაშქრა ხვამლი,როგორც წინა ორმა ექსპედიციამ,მოინახულა ის ქვაბული რომელიც სავარაუდოდ განძთსაცავად გამოიყენებოდა და დაასკვნა რომ შესაძლოა ეს მხოლოდ შესასვლელი იყოს,რადგან აქ არაერთი სხვა ღიობია რომელიც კლდის სიღრმეში შედის გვირაბის სისტემით,ჩემი ვარაუდით კი თუკი საგულდაგულოდ გადამალეს ლაბირინთის სისტემაც შეიძლება იყოს.ხვამლის მთას კიდევ 19 ასეთი გამოქვაბული აქვს,რომელშიც ჯერ არავის შეუღწევია და თავისთავად იმედს ვიტოვებ რომ ოდესმე გამოიკვლევენ.(თუ დიდი კაშხალის მშენებლობა არ დააზიანებს ხვამლის ტერიტორიას,რაც სამწუხაროდ მოსალოდნელია.

ბატონი გურამის მოსაზრებით ქართველებს ოდითგანვე მოგვდგამს მიწისქვეშა ქალაქების მშენებლობის კულტურა,თუნდაც რად ღირს თამარის ვარძია რომლის ახლანდელი სახე სინამდვილეში ქალაქის უკანა ნაწილია,ფასადი ხომ მიწისძვრამ ჩამოანგრია,რომელიც ისე ფარავდა ქალაქს რომ ვერავინ ამჩნევდა.სწორედ ამ ძეგლის გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია საქართველოს მეფეებს ხვამლის მთის დაფარული და მიუვალი ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად, ხოლო ჟამთააღმწერელის ზემოთხსენებული ჩანაწერი დაშიფრული კოდი იყოს,რომლის მსგავსი ეპიზოდი შოთა რუსთაველს “ვეფხსიტყაოსანში” აქვს აღწერილი.

როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად შეიყარნენ,ტარიელი ამბობს: “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ,დავხოცე დევთა დასები,მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები” მართლაც შევიდნენ,გაიარეს 40 ოთახი და “პოვეს საჭურჭლე უსახო,კვლა უნახავი თვალისა,ჩნდის მარგალიტი,ოდენი ბურ-თისა საბურთალისა.” ანუ ნახეს “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “მარგალიტი იგი დიდი,რომლის სწორი არავის სადა უხილავს”, ნახეს ზარდახანა ,სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და კიდობანი წარწერით“აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი,ხმალი ბასრისა,მჭრელიო.” რაც არის ზუსტი ახსნა “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “ჯაჭვი სალმასური” ანუ ალმასებრ მჭრელი დანა,მტკიცე რკინა რითაც აიხსნება “გვრდემლი” -ის მნიშვნელობაც,რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება დღესდღეობით კარგად დავიწყებულ რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას.
ტარიელმა და ავთანდილმა მართლაც გამოიტანეს აღჭურვილობა,”ოქროც რამე წარიტანეს, მარგალიტი ღარიბები” და რაც მთავარია ” გამოვიდნენ, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები” რაც ჟამთააღმწერელის ცნობას ხსნის-ძნელბედობის ჟამს ქვაბულიდან მართლა გამოიტანეს მცირე განძი და ის დავით ნარინს შეხვდა,ხოლო უმეტესი იქვე დატოვეს.
რაც შეეხება რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას,თუ გადავხედავთ მითოლოგიებს,თუნდაც ტროას ომს,ხომ არ იფიქრებთ რომ ბერძნები 26 წელიწადი მართლა ელენეს გამო შეაკვდნენ ტროას? ახლა უკვე ცნობილია რომ იმ ეპოქაში ტროა ხმელთაშუაზღვის აუზში მოწინავე კულტურის მფლობელი ცივილიზაცია და უკანასკნელი ციხესიმაგრე იყო რომელიც დაეცა ინდოევროპელების შემოსევის შედეგად.სწორედ ტროელები ანუ პროტოიბერიელები ფლობდნენ რკინის დამუშავების ტექნოლოგიას და უამრავი ვერსიით სწორედ ტროადან დევნილებმა შეაფარეს კოლხეთს თავი.

ასევე ბერძნული მითის თუ ლეგენდის მიხედვით ჰერაკლე იოს დავალებით უნდა აუყვეს ფაზისის მარცხენა მხარეს (დღევანდელი მდ.რიონი) მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი,შევიდეს შიგ და იხსნას პრომეთე მრავალწლიანი ტანჯვისგან. იქნებ ამ წყლის გადაგდება კოდირებულად მომავალი კაშხლის აშენებასთანაც არის კავშირში? პრომეთე იგივე ამირანი ხომ სავარაუდოდ იმ ცივილიზაციის სახეა რომელიც დიდი ხანია ეწამება ცეცხლის(მოდი დავარქვათ რომ ცეცხლში რკინის გამოჭედვის ხელოვნების) კაცობრიობისთვის გაზიარებისთვის?იქნებ კაშხლის მშენებლობამ თუ არ შეაჩერეს დააჩქაროს მაინც ხვამლის მთის გამოქვაბულების გამოკვლევა და მართლაც აღმოაჩინონ რაიმე ღირებული ჩვენმა მეცნიერებმა?ბევრი კითხვები დამიგროვდა.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციამ გაიკითხა ადგილობრივებში და აღმოაჩინა რომ მართლა არსებობს მსგავსი წყლის გამოსავალი,მათ ნახეს ეს გამოქვაბული რომელსაც “ვერძისთავა” ეწოდება და რომლიდანაც წყალი ისე გადმოქუხდა რომ რიონს თითქმის კეტავდა.ადგილობრივებმა ახსნეს რომ წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის,ხან რიონისკენ,რასთან დაკავშირებითაც თურმე არსებობს ლეგენდა: იქ გევლეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება,წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. “ვერძისთავა”-ც გამოსაკვლევია სპალეოლოგების მიერ.
აპოლონ როდოსელი “არგონავტიკაში” წერს : “ქუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან ფაზისი მოაგროებს თავის ფართე ნაკადს ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი,აიას ქალაქი ქუტაისი.” ზუსტად ამ ადგილას მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა.ამ ვერსიას ამტკიცებს მეორე საუკუნის დროინდელი ფილოსოფი არიანე რომელმაც დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და დაწერა რომ,კავკასიაში არის მთა რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით მიჯაჭვულია პრომეთე.უფრო ადრე კი სტრაბონი წერდა პრომეთე და კოლხ-იბერთა გმირი(ამირანი) ერთიდაიგივე უნდა იყოსო.

ამ და სხვა კიდევ მრავალი წყაროს მიხედვით ცხადია რომ პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზეა მიჯაჭვული,ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი ცოდნასთან ასოცირდება,რომელმაც კაცობრიობა ცივილიზაციის გარკვეულ საფეხურზე აიყვანა და ეს ცოდნა უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას და სიმბოლურად განასახიერებს ”ოქროს საწმისს”,ტროელი ელენეს გამო თავგანწირვას რომ თავი დავანებოთ ნუთუ ბერძნები კოლხეთში მართლა ცხვრის ტყავის გამო მოვიდნენ? არამცდარამც.

შესაბამისად გამოდის რომ ყველაფერს მისტიკური და სიმბოლური დატვირთვა აქვს,ისევე როგორც თავად ხვამლის ვიზუალურ სახეს და სახელს.ცნობილია რომ ვერძის ოქროს საწმისს არესის ჭალაში გველეშაპი იცავდა,ხვამლის მასივი კი ძალიან გავს უზარმაზარ გველეშაპს.რაც შეეხება სახელს ხომლი ანუ ვარსვკლავთკრებული ცხადია რომ კოსმიური დატვირთვისაა.უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას და ამბობდნენ რომ რაც დედამიწაზე ხდება ის ზუსტად აირეკლება ცაზეო,იან გეველის ატლასში კი ჰიდრას თანავარსკვალვედს თუ იპოვით და დააკვირდებით დაინახავთ გაწოლილ გველეშაპს რომელსაც ზურგზე თასი ადგას,კუდთან ყორანი უზის,ქვემოთ კი ჩანს არგოს თანავარსკვლავედი.ეს თასი შეიძლება გრაალის არტეფაქტი იყოს ანუ ოქროს საწმისი,ხოლო ყორანი ის მტაცებელი რომელიც მიჯაჭვულ ამირან-პრომეთეს უკორტნის გულ-ღვიძლს.

აშკარაა რომ ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება,ხვამლის ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილია პიქტოგრამული ნამუშევრები რომლებიც ზოდიაქოებს აღნიშნავს:”მერწყული”,”თხის რქა”,ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა,იგივე ისიდა და ოსირისი,”მშვილდოსანი”,პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი,მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები,რომელიც ანქის გასაღებს ჰგავს.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციაში მყოფმა პროფესიონალებმა და მათ გვერდში მდგომმა მკვლევარებმა სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს ძვ.წელთაღრიცხვის 5604 ცის ვარსკვლავიანი სურათი,როდესაც ზუსტად ემთხვევა მერკურის,ვენერას,მარსის და მშვილდოსნის განლაგება ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას და რაც არ უნდა საოცარი იყოს ეს კომბინაცია არცერთ სხვა წელს არ მეორდება.რას უნდა ნიშნავდეს ეს?

აღნიშნული წელი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელ წარღვნას 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით,ხოლო თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ასევე ქართველების საწყისი დასაბამიდან აქამომდე ანუ ქრისტეს დაბადებამდე.ამ ფაქტმა წარმოშვა ვარაუდი რომ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული, რაზეც ამ ექსპედიციის მიერ გადაღებული ფილმიც არსებობს.რომლის ერთ ეპიზოდში გერმანელი მეცნიერი ამბობს : ეს არის განუმეორებელი პანორამა,როემლსაც ვარსკვლავთკრებული ქვია,ხვამლის თავზეა და ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო.

და რა გასაკვირია? ხვალმის მთაზე ხომ პრომეთე-ამირანია მიჯაჭვული,პრომეთეს ძმაა ატლანტი,რომელიც ზევსმა დასაჯა და ცის თაღი დააჭერინა ხელში,ამ ატლანტის შვილები არიან პლეადები რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს.ასე რომ ბატონი გურამის აზრით ყველა გზა რომში კი არა,აქ ხვამლისკენ მოდის: აქ იყო ან არის მეფეთა განძთსაცავი,აქ მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი, აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ, აქეთკენ ისწრაფვოდნენ არგონავტები,მზის ღმერთ ჰელიოსის შვილის აიეტის სამფლობელო კოლხეთში.აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა მედეა წამლებს და თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას,ნუთუ იმის ღირსი არ არის მივხედოთ და გადავარჩინოთ ეს არქეოლოგიური ობიექტი,ვინ იცის რას მალავს იგი.
სავარაუდოდ მიწისქვეშა ქალაქს რომელიც ჯერ არავის უნახავს და რომელსაც სავარაუდოდ უცვლელად აქვს სახე შემონახული,აქ ხომ უხვად არის მიმობნეული პატარა ქვებიც კი რომლებიც სულაც არაა უბრალო,მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს,ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან,როცა აქაურობა ჯერ კიდევ ზღვის ფსკერი იყო.იქნებ აქ არის ატლანტა ან შუმერთა ქალაქი “არათა”
მანამდე კი ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს ჯაჭვის განლევას,მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს ზევსის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს.გადმოცემით 7 წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და პრომეთე-ამირანის დანახვაც შესაძლებელია,რეალურად კი ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი,მათი ძველი ფენები,ქვედა შრეები ძალიან არქაულია.ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია აგებული აქედან გამომდინარე კი იბადება კითხვა რომელიც პასუხს ელოდება: რას იცავდნენ ასე უძველესი ციხეები,რა იყო მნიშვნელოვანი,რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?
პ.ს. თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს სადაც ბერძნები დამპყრობელის როლში გვევლინებიან და ინდოევროპულ რასას წარმოადგენენ ახლა უკვე აღარც უნდა გაგვიკვირდეს რომ მედეას ცილი დასწამეს შვილების მკვლელობაში.ვფიქრობ რომ ბერძნებმა მიუხედავად იმისა რომ გვერდი ვერ აუარეს კოლხეთის ხსენებას,მაინც შეძლეს და მსოფლიოს ისტორიის რუქაზე კოლხეთს ერთი შავი ლაქა დაადეს შვილების მკველელი დედის სახით რათა გაებათილებინათ ამ ტერიტორიის უნიკალურობა)
ხვამლის მთის დაკარგული საგანძური
ქართლის ცხოვრება ამბობს “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს”. რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. ამაზე, ალბათ პასუხს გაგვცემს ექსპესიცია, რომელიც სამი წლის მანძილზე შეისწავლის ხვამლის მთას და მის მღვიმეებს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე, როგორც მიწისქვეშა, ხელით ნაშენები ქალქი.
როგორც ირკვევა, გასული საუკუნი 40-იან წლებში, მთასვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 2-ჯერ დალაშქრა ხვამლის მთის რამოდენიმე გამოქვაბული, მაგრამ მნიშვენელოვანი ვერაფერი იპოვა.
ლეგენდის თანახმად, ხვამლის მთა ქართველ მეფეთა განძთსაცავი ყოფილა. იქნებ მაშინდელმა მთავრობამ რამე იცოდა ამ განძის შესახებ? ეს ექსპედიცია გასაიდუმლოებული იყო და დღემდე არავინ იცის მის შესახებ.
რუსთაველს უწერია, როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებიან, ტარიელი ამბობს : “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დავსები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”
1984 წელს ექსპედიციამ, რეზო შალიბაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ სცადა ხვამლის მთის დალაშქვრა. ზოგიერთ გამოქვაბულშიც შეაღწიეს, თუმცა უშედეგოდ.
2007 წელს კი, დაიწყო მთის სერიოზული შესწავლა და იმედია, ახალი გამოკვლევები ნათელს მოჰფენს საიდუმლოებას.
როგორვ 2007 წლის ექსპედიციის მასალებში ვკიტხულობთ, აღმოჩენილი იქნა 7 ოთახი. მრვიმეები ისეა ამოშენებული რომ უცხო თავლისთვის შეუმჩნეველია.
მეშვიდე ოთახში დასტურდება გასასვლელი, მაგრამ ქვის ნამტვრევებით ისეა ჩაერგილი, რომ გაწმენდის გარეშე იქ ჩასვლა შეუძლებელია.
რაც მთავარია, უძველესი მეტალურგიული კერის არსებობა დადასტურდა.
ქართველები ხომ ოდითგანვე ფლობდნენ ფოლადის დნობის საიდუმლოებას, ანუ, ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ პერიოდში იგივე იყო რაც ეხლა ატომური ბომბი
ფრანგი ფანტასტი, ჟიულ ვერნი, თავის ნაწარმოებებში “შეუპოვარი კერაბინი” პირდაპირ მიუთითებს ხვამლის მთაზე, სადაც, ზევსის ბრძანებიტ , პრომეთე იქნა მიჯაჭვული.
რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივითგართხმულა ხომლის მთა,იგივე ხვამლი.მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები.ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა:
“რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით”
რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის განმარტება რომ ხომლი ვარსვლავთკრებულია. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება,ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს.
XIII საუკუნეში ჯალალედინის მიერ მოოხრებული საქართველო მონღოლთა კოალიციის წინააღმდეგ სრულიად უმწეო აღმოჩნდა,სწორედ ამ პერიოდის ჟამთააღმწერელი “ქართლის ცხოვრებაში” წერს რომ აქ ხვამლის მთის ქვაბულებში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა “მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო საჭურჭლე ორად…თბილისი ორად,ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლსა ქვაბსა რომელ იდვა,მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროისი ქვაბსა დაუტევეს.ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივისცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი,რომლისა სწორი არავის სადა უხილავს,ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა…”;“ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს,ხვამლის მთამ გადაარჩინოს”-სწორედ ამ და სხვა წერილობითმა ცნობებმა დააინტერესა მეცნიერები.
არაოფიციალური ცნობით 1939 წელს სტალინის პირადი დავალებით ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ხვამლის ქვაბულების დასათვალიერებლად 2 მუშასთან ერთად გაემგზავრა,თუმცა არავინ იცის რა ნახა იქ,სავარაუდოდ ვერაფერი რადგან უკვე ოფიციალურად პირველი ექსპედიცია იმავე მთამსვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 11კაციან ჯგუფთან ერთად განახორციელა,ჯგუფში იყვნენ მწერალი ლევან გოთუა რომელსაც აღწერილი აქვს ლაშქრობის დეტალები და ცნობილი არქეოლოგი გოგი ლომთათიძე.ექსპედიციამ ქვაბულში რამოდენიმე დღე დაჰყო და დაასკვნა რომ განძი გატანილია, წამოსვლისას კი დატოვეს წერილი რომელიც 1984 წელს მეორე ექსპედიციის ჯგუფმა აღმოაჩინა რევაზ შალიბაშვილის მეთაურობით.მათ ფირზე აღბეჭდეს ქვაბულები და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დატოვებული წერილი.
მესამედ უკვე 2007 წელს გურამ გაბიძაშვილმა განიზრახა ხვამლის მთის მღვიმეების ვიზუალური შესწავლა და მათი მეცნიერული გამოკვლევა.ბატონმა გურამმა სამწლიანი პროგრამის თანხა მოიძია,შემოიკრიბა გამოცდილი არქეოლოგები, გეოლოგები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და გამოცდილ მთამსვლელებთან ერთად ზუსტად იმ მარშრუტით  დალაშქრა ხვამლი,როგორც წინა ორმა ექსპედიციამ,მოინახულა ის ქვაბული რომელიც სავარაუდოდ განძთსაცავად გამოიყენებოდა და დაასკვნა რომ შესაძლოა ეს მხოლოდ შესასვლელი იყოს,რადგან აქ არაერთი სხვა ღიობია რომელიც კლდის სიღრმეში შედის გვირაბის სისტემით,ჩემი ვარაუდით კი თუკი საგულდაგულოდ გადამალეს ლაბირინთის სისტემაც შეიძლება იყოს.ხვამლის მთას კიდევ 19 ასეთი გამოქვაბული აქვს,რომელშიც ჯერ არავის შეუღწევია და თავისთავად იმედს ვიტოვებ რომ ოდესმე გამოიკვლევენ.(თუ დიდი კაშხალის მშენებლობა არ დააზიანებს ხვამლის ტერიტორიას,რაც სამწუხაროდ მოსალოდნელია.ი.ხ.პოსტი)
ბატონი გურამის მოსაზრებით ქართველებს ოდითგანვე მოგვდგამს მიწისქვეშა ქალაქების მშენებლობის კულტურა,თუნდაც რად ღირს თამარის ვარძია რომლის ახლანდელი სახე სინამდვილეში ქალაქის უკანა ნაწილია,ფასადი ხომ მიწისძვრამ ჩამოანგრია,რომელიც ისე ფარავდა ქალაქს რომ ვერავინ ამჩნევდა.სწორედ ამ ძეგლის გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია საქართველოს მეფეებს ხვამლის მთის დაფარული და მიუვალი ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად, ხოლო ჟამთააღმწერელის ზემოთხსენებული ჩანაწერი დაშიფრული კოდი იყოს,რომლის მსგავსი ეპიზოდი შოთა რუსთაველს “ვეფხსიტყაოსანში” აქვს აღწერილი.
როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად შეიყარნენ,ტარიელი ამბობს: “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ,დავხოცე დევთა დასები,მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები” მართლაც შევიდნენ,გაიარეს 40 ოთახი და “პოვეს საჭურჭლე უსახო,კვლა უნახავი თვალისა,ჩნდის მარგალიტი,ოდენი ბურ-თისა საბურთალისა.” ანუ ნახეს “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “მარგალიტი იგი დიდი,რომლის სწორი არავის სადა უხილავს”, ნახეს ზარდახანა ,სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და კიდობანი წარწერით “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი,ხმალი ბასრისა,მჭრელიო.” რაც არის ზუსტი ახსნა “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “ჯაჭვი სალმასური” ანუ ალმასებრ მჭრელი დანა,მტკიცე რკინა რითაც აიხსნება  “გვრდემლი” -ის მნიშვნელობაც,რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება დღესდღეობით კარგად დავიწყებულ რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას.
ტარიელმა და ავთანდილმა მართლაც გამოიტანეს აღჭურვილობა,”ოქროც რამე წარიტანეს, მარგალიტი ღარიბები” და რაც მთავარია ” გამოვიდნენ, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები” რაც ჟამთააღმწერელის ცნობას ხსნის-ძნელბედობის ჟამს ქვაბულიდან მართლა გამოიტანეს მცირე განძი და ის დავით ნარინს შეხვდა,ხოლო უმეტესი იქვე დატოვეს.
რაც შეეხება რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას,თუ გადავხედავთ მითოლოგიებს,თუნდაც ტროას ომს,ხომ არ იფიქრებთ რომ ბერძნები 26 წელიწადი მართლა ელენეს გამო შეაკვდნენ ტროას? ახლა უკვე ცნობილია რომ იმ ეპოქაში ტროა ხმელთაშუაზღვის აუზში მოწინავე კულტურის მფლობელი ცივილიზაცია და უკანასკნელი ციხესიმაგრე იყო რომელიც დაეცა ინდოევროპელების შემოსევის შედეგად.სწორედ ტროელები ანუ პროტოიბერიელები ფლობდნენ რკინის დამუშავების ტექნოლოგიას და უამრავი ვერსიით სწორედ ტროადან დევნილებმა შეაფარეს კოლხეთს თავი.
ასევე ბერძნული მითის თუ ლეგენდის მიხედვით ჰერაკლე იოს დავალებით უნდა აუყვეს ფაზისის მარცხენა მხარეს (დღევანდელი მდ.რიონი)  მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი,შევიდეს შიგ და იხსნას პრომეთე მრავალწლიანი ტანჯვისგან. იქნებ ამ წყლის გადაგდება კოდირებულად მომავალი კაშხლის აშენებასთანაც არის კავშირში? პრომეთე იგივე ამირანი ხომ სავარაუდოდ იმ ცივილიზაციის სახეა რომელიც დიდი ხანია ეწამება ცეცხლის(მოდი დავარქვათ რომ ცეცხლში რკინის გამოჭედვის ხელოვნების) კაცობრიობისთვის გაზიარებისთვის?იქნებ კაშხლის მშენებლობამ თუ არ შეაჩერეს დააჩქაროს მაინც ხვამლის მთის გამოქვაბულების გამოკვლევა და მართლაც აღმოაჩინონ რაიმე ღირებული ჩვენმა მეცნიერებმა?ბევრი კითხვები დამიგროვდა.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციამ გაიკითხა ადგილობრივებში და აღმოაჩინა რომ მართლა არსებობს მსგავსი წყლის გამოსავალი,მათ ნახეს ეს გამოქვაბული რომელსაც “ვერძისთავა” ეწოდება და რომლიდანაც წყალი ისე გადმოქუხდა რომ რიონს თითქმის კეტავდა.ადგილობრივებმა ახსნეს რომ წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის,ხან რიონისკენ,რასთან დაკავშირებითაც თურმე არსებობს ლეგენდა: იქ გევლეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება,წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. “ვერძისთავა”-ც გამოსაკვლევია სპალეოლოგების მიერ.
აპოლონ როდოსელი “არგონავტიკაში” წერს : “ქუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან ფაზისი მოაგროებს თავის ფართე ნაკადს ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი,აიას ქალაქი ქუტაისი.” ზუსტად ამ ადგილას მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა.ამ ვერსიას ამტკიცებს მეორე საუკუნის დროინდელი ფილოსოფი არიანე რომელმაც დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და დაწერა რომ,კავკასიაში არის მთა რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით მიჯაჭვულია პრომეთე.უფრო ადრე კი სტრაბონი წერდა პრომეთე და კოლხ-იბერთა გმირი(ამირანი) ერთიდაიგივე უნდა იყოსო.
ამ და სხვა კიდევ მრავალი წყაროს მიხედვით ცხადია რომ პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზეა მიჯაჭვული,ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი ცოდნასთან ასოცირდება,რომელმაც კაცობრიობა ცივილიზაციის გარკვეულ საფეხურზე აიყვანა და ეს ცოდნა უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას და სიმბოლურად განასახიერებს  “ოქროს საწმისს”,ტროელი ელენეს გამო თავგანწირვას რომ თავი დავანებოთ ნუთუ ბერძნები კოლხეთში მართლა ცხვრის ტყავის გამო მოვიდნენ? არამცდარამც.შესაბამისად გამოდის რომ ყველაფერს მისტიკური და სიმბოლური დატვირთვა აქვს,ისევე როგორც თავად ხვამლის ვიზუალურ სახეს და სახელს.ცნობილია რომ ვერძის ოქროს საწმისს არესის ჭალაში გველეშაპი იცავდა,ხვამლის მასივი კი ძალიან გავს უზარმაზარ  გველეშაპს.რაც შეეხება სახელს ხომლი ანუ  ვარსვკლავთკრებული ცხადია რომ კოსმიური დატვირთვისაა.უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას და ამბობდნენ რომ რაც დედამიწაზე ხდება ის ზუსტად აირეკლება ცაზეო,იან გეველის ატლასში კი ჰიდრას თანავარსკვალვედს თუ იპოვით და დააკვირდებით დაინახავთ გაწოლილ გველეშაპს რომელსაც ზურგზე თასი ადგას,კუდთან ყორანი უზის,ქვემოთ კი ჩანს არგოს თანავარსკვლავედი.ეს თასი შეიძლება გრაალის არტეფაქტი იყოს ანუ ოქროს საწმისი,ხოლო ყორანი ის მტაცებელი რომელიც მიჯაჭვულ ამირან-პრომეთეს უკორტნის გულ-ღვიძლს.აშკარაა რომ ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება,ხვამლის ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილია პიქტოგრამული ნამუშევრები რომლებიც ზოდიაქოებს აღნიშნავს:”მერწყული”,”თხის რქა”,ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა,იგივე ისიდა და ოსირისი,”მშვილდოსანი”,პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი,მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები,რომელიც ანქის გასაღებს ჰგავსი.ხ.პოსტი.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციაში მყოფმა პროფესიონალებმა და მათ გვერდში მდგომმა მკვლევარებმა სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს  ძვ.წელთაღრიცხვის 5604 ცის ვარსკვლავიანი სურათი,როდესაც ზუსტად ემთხვევა მერკურის,ვენერას,მარსის და მშვილდოსნის განლაგება ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას და რაც არ უნდა საოცარი იყოს ეს კომბინაცია არცერთ სხვა წელს არ მეორდება.რას უნდა ნიშნავდეს ეს?
აღნიშნული წელი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელ  წარღვნას 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით,ხოლო თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ასევე ქართველების საწყისი დასაბამიდან აქამომდე ანუ ქრისტეს დაბადებამდე.ამ ფაქტმა წარმოშვა ვარაუდი რომ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული, რაზეც ამ ექსპედიციის მიერ გადაღებული ფილმიც არსებობს.რომლის ერთ ეპიზოდში გერმანელი მეცნიერი ამბობს : ეს არის განუმეორებელი პანორამა,როემლსაც ვარსკვლავთკრებული ქვია,ხვამლის თავზეა და ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო.
და რა გასაკვირია? ხვალმის მთაზე ხომ პრომეთე-ამირანია მიჯაჭვული,პრომეთეს ძმაა ატლანტი,რომელიც ზევსმა დასაჯა და ცის თაღი დააჭერინა ხელში,ამ ატლანტის შვილები არიან პლეადები რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს.ასე რომ ბატონი გურამის აზრით ყველა გზა რომში კი არა,აქ ხვამლისკენ მოდის: აქ იყო ან არის მეფეთა განძთსაცავი,აქ მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი, აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ, აქეთკენ ისწრაფვოდნენ არგონავტები,მზის ღმერთ ჰელიოსის შვილის აიეტის სამფლობელო კოლხეთში.აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა მედეა წამლებს და თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას,ნუთუ იმის ღირსი არ არის მივხედოთ და გადავარჩინოთ ეს არქეოლოგიური ობიექტი,ვინ იცის რას მალავს იგი.
სავარაუდოდ მიწისქვეშა ქალაქს რომელიც ჯერ არავის უნახავს და რომელსაც სავარაუდოდ უცვლელად აქვს სახე შემონახული,აქ ხომ უხვად არის მიმობნეული პატარა ქვებიც კი რომლებიც სულაც არაა უბრალო,მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს,ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან,როცა აქაურობა ჯერ კიდევ ზღვის ფსკერი იყო.იქნებ აქ არის ატლანტა ან შუმერთა ქალაქი “არათა”
მანამდე კი ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს  ჯაჭვის განლევას,მაგრამ ყოველწლიურად ვნების  ხუთშაბათს ზევსის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს.გადმოცემით 7 წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და პრომეთე-ამირანის დანახვაც შესაძლებელია,რეალურად კი ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი,მათი ძველი ფენები,ქვედა შრეები ძალიან არქაულია.ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია აგებული აქედან გამომდინარე კი იბადება კითხვა რომელიც პასუხს ელოდება: რას იცავდნენ ასე უძველესი ციხეები,რა იყო მნიშვნელოვანი,რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?
პ.ს. თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს სადაც ბერძნები დამპყრობელის როლში გვევლინებიან და ინდოევროპულ რასას წარმოადგენენ ახლა უკვე აღარც უნდა გაგვიკვირდეს რომ მედეას ცილი დასწამეს შვილების მკვლელობაში.ვფიქრობ რომ ბერძნებმა მიუხედავად იმისა რომ გვერდი ვერ აუარეს კოლხეთის ხსენებას,მაინც შეძლეს და მსოფლიოს ისტორიის რუქაზე კოლხეთს ერთი შავი ლაქა დაადეს შვილების მკველელი დედის სახით რათა გაებათილებინათ ამ ტერიტორიის უნიკალურობა)
მე ასეთი რამაც მსმენია ხომლის მთაზე, რომ ყოველ ღამით იქიდან უცნაური ხმები ისმის. ასევე, მის თავზე ძალიან ბევრჯერ შეუნიშნავთ ამოუცნობი ობიექტები, მე მგონია რომ ოქროს საწმისი ჯერ კიდევ საქართველოშია და იქ ინახება   და დარწმუნებული ვარ რომ ეს მთა იმაზემეტ საიდუმლოებას და განძს მალავს ქართველი ერისას ვიდრე დღეს ჩვენთვის ცნობილია. 14 წლის ვარ და ძალიან მიტაცებს ასეთი რამეები, მინდა რომ კიდევ კარგად მოვძებნო ფორუმზე ამ მთის შესახებ სხვადასვა ამბები.
არ მახოსვს ზუსტად რომელმა დაწერა, მაგრამ გამიგია ასეთი რამე ,რომ  როცა ქართველ ერს გაუჭირდება ხომლის მთას მიაშურებენო . მე მჯერა პრომეთეს (ამირანის) ამბავი იმიტომ ,რომ უამრავ ქართველ მწერასლსა თუ პოეტს აქვს დაწერილი იმის შესახებ, რომ ოდესღაც მოვა ის ყრმა, რომელიც საქართველო გადაარჩენს. მაგალითად, ილია ვჭავაძე ,აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და უამრავ სხვა.
არისტოტელეც ამბობდა კავკასიის შესახებ უამრავ რაღაცას.
 მე აუცილებლად წავალ ამ მთის მოსანაულებსად და ამოვწურავ იმ კითხვებს რომელიც ამ მთის ირგვლივ დმაიგროვდა.
მაგალითად,
მართალია ის რომ ეს მთა ერტ ერთი აქტიური ზონაა და მართლაც ხშირად არიან იქ უცხო პლანეტელები?
რატომ ისმის მთიდან უცნაური და არაამქვეყნიური ხმები?
მართალია ის რომ მთა სავსეა ტყის სულბით? ეგრედ წოდებული პანებით? (როგორც ამას ძველბერძნები უწოდებდნენ)
მართალია პრომეთეს(ამირანის) ამბავი?


და უამრავისხვა